Accessibility links

logo-print

რიგის სამიტზე უთანხმოება გამოიწვია საბოლოო დეკლარაციის ფორმულირებებმა


ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" რიგის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე უთანხმოება გამოიწვია საბოლოო დეკლარაციაში ჩაწერილმა ფორმულირებებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსების შესახებ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამიტის დასასრულს, ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებისას, ბუნებრივია, რომ მხარეებს ემოციები ამოძრავებთ, მათ რეგიონში არსებული რთული ვითარების გამო. ექსპერტთა შეფასებით, საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ საბოლოო დეკლარაციაში შეიტანეს ფრაზა, რომლის მიხედვით ევროკავშირი „ცნობს თავისი პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს“.

XS
SM
MD
LG