Accessibility links

logo-print

ფინეთი მილიონამდე რეზერვისტს მზადყოფნისკენ მოუწოდებს


ფინეთის ჯარმა წერილები გაუგზავნა 900 ათასამდე რეზერვისტს, რათა შეეგროვებინა მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათთვის მოვალეობები შეეხსენებინა. წერილები, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში გაიგზავნა, სამხედრო სამსახურში ნამყოფ პირებს ახსენებს, რომელ შენაერთში უნდა გამოცხადდნენ ომის დაწყების შემთხვევაში. ადრესატები ამბობენ, რომ მსგავსი წერილი მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიიღეს. ფინეთის მთავრობა უარყოფს, რომ წერილების გაგზავნა უკავშირდება უკრაინის კრიზისსა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ბოლო თვეებში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ დაარღვია ფინეთის საჰაერო სივრცე. ფინეთს, რომელიც ნატოს წევრი არ არის, 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან.

XS
SM
MD
LG