Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ტურნირში ითამაშებს


პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში, წარმატებით იასპარეზა 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ძირითადი ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტ მატჩში მან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ამერიკელი ჯარედ დონალდსონი: 6:2, 4:6, 6:2. პირველსა და მეორე წრეში ბასილაშვილმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 135-ე სტრიქონი უკავია, დაამარცხა, შესაბამისად, ლასლო ჯერე (სერბია) და ბიორნ ფრატანჯელო. ძირითადი ასპარეზობა საფრანგეთის დედაქალაქის „როლან გაროს“ კორტებზე კვირას დაიწყება. პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ავსტრალიელი თანასი კოკინაკისი.

XS
SM
MD
LG