Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მორიგი სამიტი 2016 წლის 8-9 მაისს გაიმართება ვარშავაში


ნატოს მორიგი სამიტი ჩატარდება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2016 წლის 8-9 მაისს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ: „სამიტი მოეწყობა ალიანსისთვის გადამწყვეტ დროს, როცა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტექტონური ფილები უკვე გადანაცვლებული იქნება როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით“. მიმდინარე თვეში პოლონეთისა და ბალტიისპირეთის შეირაღებული ძალების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ნატომ მათ ტერიტორიაზე უნდა განათავსოს მუდმივი ბრიგადის ზომის შენაერთები. ნატოს წინა სამიტი 2014 წელს გაიმართა უელსში, სადაც ალიანსი შეთანხმდა მზადყოფნის სამოქმედო გეგმაზე.

XS
SM
MD
LG