Accessibility links

logo-print

აშშ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას


აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 22 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით, 26 მაისის დღესასწაული მიულოცა საქართველოს ხალხს. „დიდად ვაფასებთ ჩვენს მტკიცე პარტნიორობას საქართველოსთან“, - ვკითხულობთ განცხადებაში. – „აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.“ თავის მისალოც განცხადებაში ჯონ კერი ხაზს უსვამს, აგრეთვე, იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს შეაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ავღანეთში, სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. „ამ საზეიმო დღეს საქართველოს ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობასა და კეთილდღეობას“, ნათქვამია დასასრულ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილში.

XS
SM
MD
LG