Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ ერაყის არმიამ „ისლამურ სახელმწიფოს“ წაართვა ტერიტორიების ნაწილი ქალაქ რამადის აღმოსავლეთით


ერაყის არმიამ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ წაართვა იმ ტერიტორიების ნაწილი, რომლებიც ექსტრემისტთა რაზმებმა ქალაქ რამადის აღმოსავლეთით ჩაიგდეს ხელთ. ფრანს პრესი ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამთავრობო ჯარების ოპერაცია 23 მაისს დილით დაიწყო. არმიის ოპერაცია პირველი კონტრშეტევა იყო მას მერე, რაც ერთი კვირის წინათ ქალაქი რამადი „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა. მაშინ რამადის დაკარგვა უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მარცხად შეფასდა. ამჟამად რამადის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG