Accessibility links

რუსეთის ორი ჯარისკაცის თქმით, ისინი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დავალებას ასრულებდნენ


აღმოსავლეთ უკრაინაში დატყვევებულმა რუსეთის ორმა ჯარისკაცმა თქვა, რომ დაკავების მომენტში რუსეთის შეიარაღებული ძალების დავალებას ასრულებდა. ეს განცხადება ეწინააღმდეგება მოსკოვის მტკიცებას, რომ დატყვევებული ორი პირი ამჟამად არ მსახურობს ჯარში. 22 მაისს რუსული გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი დაკავებული, ალექსანდრ ალექსანდროვი ამბობს, რომ უკრაინის ჯარების მიერ მისი დატყვევება ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედროები მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები მოსკოვის დახმარებით ებრძვიან უკრაინის არმიას.

XS
SM
MD
LG