Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


კვირას პოლონეთში დაიწყო ხმის მიცემა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდება სახელმწიფოს მეთაური. ორი კვირის წინ ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისა და თავისუფლების“ კანდიდატი ანჯეი დუდა მოულოდნელად დაწინაურდა და ხმათა მცირე უპირატესობით აჯობა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის. ამის შემდეგ კომოროვსკის შტაბი გააქტიურდ, რის შედეგადაც პრეზიდენტმა ათასობით კილომეტრი შემოიარა და მრავალი შეხვედრა გამართა ამომრჩევლებთან. თუმცა, „დუმილის დღის“ წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მეორე ტურის წინ სულ მცირე, დაახლოებით ნახევარი პროცენტით, კვლავ ანჯეი დუდა ლიდერობს.

XS
SM
MD
LG