Accessibility links

დონბასში სეპარატისტთა ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი მოკლეს


23 მაისს საღამოს დივერსიული აქტის შედეგად თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფ „აჩრდილის“ მეთაური ალექსეი მოზგოვოი მოკლეს. მოზგოვოის კორტეჟი, რომელიც პერევალსკ-ლუგანსკის ტრასაზე მოძრაობდა, დისტანციურად მართულ ნაღმზე აფეთქდა. საველე მეთაურთან ერთად მისი პრესმდივანი და ორი დამცველი დაიღუპა. კიევი დარწმუნებულია, რომ მოზგოვოის სიკვდილი არის იმ დაპირისპირების შედეგი, რაც ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებს შორის გავლენის სფეროთა განაწილებას ახლავს თან. თუმცა, სოციალური ქსელით გავრცელდა უკრაინის ერთ-ერთი პარტიზანული დაჯგუფება „ჩრდილის“ მეთაურის ალექსანდრ გლადიკის ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მოზგოვოი მისი დაჯგუფების მებრძოლებმა მოკლეს.

XS
SM
MD
LG