Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია რამადისკენ წარმატებით მიიწევს


ერაყის სამთავრობო ჯარის ნაწილებმა, რომლებსაც მხარს შიიტური სახალხო ლაშაქარი და სუნიტური თემის მებრძოლები უჭერენ, ბრძოლებით უკან დაიბრუნეს რამდენიმე დაკარგული პოზიცია და წინ მიიწევენ ქალაქ რამადისკენ, რომელიც ერთი კვირის წინ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იგდეს ხელთ. ერთ-ერთი სუნიტი საველე მეთაურის ამირ ალ ფაჰდავის ცნობით, გაერთიანებული ძალები, რომლებიც რამადიდან 10 კილომეტრის დაშორებულ ქალაქ ჰუსაიბა ალ შარქიას აკონტროლებენ, - უკვე შეუდგნენ რამადიდან ისლამისტი ექსტრემისტების უკუგდების გეგმის განხორციელებას.

XS
SM
MD
LG