Accessibility links

logo-print

კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ ფილმ „დეპანს“ ხვდა წილად


კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ ჟიურის გადაწყვეტილებით წილად ხვდა ჟაკ ოდიარის ფილმ „დეპანს“. ეს არის მულტიკულტურალიზმის პრობლემაზე აგებული სოციალური დრამა, რომელიც შრი-ლანკელი არალეგალური მიგრანტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მეორე პრიზი წილად ხვდა უნგრელი რეჟისორის ლასლო ნემეშის ფილმს „სოლას შვილს“, რომელიც ჰოლოკოსტის დრამაზეა. მესამე ადგილზე გავიდა ბერძენი რეჟისორის იუორგოს ლანტიმოს ფილმი „ლობსტერი“. რაც შეეხება საუკეთესო მამაკაც მსახიობს, ეს პრიზი წილად ხვდა ფრანგ ვინსენტ ლინდონს, ფრანგი რეჟისორის სტეპან ბრიზეს ფილმ „მამაკაცურ განზომილებაში“ შესრულებული როლისათვის. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული კი რუნი მარამ („კეროლი“) და ემანუელ ბერკომ („ჩემი მეფე“) გაინაწილეს.

XS
SM
MD
LG