Accessibility links

logo-print

მამუკა ხაზარაძე: ბანკების მისამართით შეურაცხმყოფელი და უსაფუძვლო განცხადებები ისმის


თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, - ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით მოვისმინე მოსაზრება ბანკების შეთქმულების თეორიაზე... გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ექსპერტების განცხადებები ლარის გაუფასურებაში ეროვნულ ბანკთან ერთად კომერციული ბანკების დადანაშაულების შესახებ პოპულისტური და არაკორექტულია. "24 წელია, ამ სფეროში ვარ და სიმართლე გითხრათ, ბანკებზე ასეთი განცხადებებიც პირველად მესმის. ამერიკაში რომ რაღაც მოხდა, არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გადმოიღებდნენ საქართველოში. ეს სერიოზული ბრალდებაა და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

XS
SM
MD
LG