Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი


ავღანეთის ოფიციალური პირის თქმით, ზაბულის პროვინციაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმას. დაიჭრა კიდევ 60-მდე პირი. ზაბულის პოლიციის უფროსმა მირვაის ნურზაიმ დღეს თქვა, რომ თავდასხმა მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული კომპლექსის მახლობლად. მისივე ცნობით, თავდამსხმელს ბომბები მცირე ზომის სატვირთო მანქანაში ჰქონდა დამონტაჟებული. შეტევისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ. ბოლო თვეებში გახშირდა თავდასხმები ზაბულის პროვინციაში, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG