Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობამ 15-ჯერ მიიტანა იერიში ქალაქ პალმირაზე


სირიის უფლებადამცველი სამეთვალყურეო ჯგუფის ცნობით, დღეს სირიის მთავრობამ, სულ ცოტა, 15-ჯერ მიიტანა იერიში ქალაქ პალმირაში იმ შენობებზე, რომლებიც დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს დაკავებული. ექსტრემისტებმა გასულ კვირაში აიღეს ეს ანტიკური ქალაქი. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის ცნობით, 16 მაისიდან მოყოლებული "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოკლეს 200-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. პალმირის გარშემო მათ ტყვედ აიყვანეს 600-მდე სამხედრო, რომლებიც სირიის მთავრობის მხარეს იბრძოდნენ. სამეთვალყურეო ჯგუფის დამფუძნებელი, რამი აბდულრაჰმანი ამბობს, რომ სირიამ საჰაერო იერიშები მიიტანა ქალაქის საავადმყოფოსა და სამხედრო დაზვერვის შენობებზე. მისივე თქმით, დაბომბვებს მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პალმირა მდებარეობს სირიის დედაქალაქ დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან ორასიოდე კილომეტრის მანძილზე.

XS
SM
MD
LG