Accessibility links

logo-print

ნატომ და ევროკავშირმა დაიწყეს არქტიკის სამხედრო წვრთნა


დღეს აშშ-მა და ევროკავშირის რვა ქვეყანამ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში დაიწყეს "არქტიკის სამხედრო წვრთნა", რომლის მიზანია, გამოსცადოს აშშ-ის თანამშრომლობა რუსეთის მეზობლად მდებარე არქტიკის ქვეყნებთან. სამხედრო წვრთნა, რომელიც 5 ივნისამდე გასტანს, დაიგეგმა ჯერ კიდევ შარშან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე. ნორვეგიელი ბრიგადის გენერალი, იან უვე რიგი, რომელიც მანევრებს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მათი ამოცანაა, ნატოს პარტნიორებთან ერთად გაწვრთნან შენაერთები რთული საჰაერო ოპერაციების ჩასატარებლად. ნატოს წევრი ქვეყნებიდან წვრთნაში მონაწილეობენ აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია და ნორვეგია, არაწევრი ქვეყნებიდან კი - შვედეთი, ფინეთი და შვეიცარია, რომლებიც წევრები არიან ალიანსის პროგრამისა "პარტნიორობა მშვიდობისთვის". ბოლო დროს რუსეთმა გაააქტიურა სამხედრო მოქმედებები ევროპის ჩრდილოეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მახლობლად.

XS
SM
MD
LG