Accessibility links

logo-print

ტუნისელმა სამხედრომ თავისი შვიდი კოლეგა დახოცა და თავი მოიკლა


ტუნისის თავდაცვის მინისტრის თქმით, დღეს ამ ქვეყნის არმიის კაპრალმა თავისი შვიდი კოლეგა დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. სამინისტროს პრესმდივანმა, ბელჰასენ უესლატიმ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კაპრალს ფსიქოლოგიური და ოჯახური პრობლემები ჰქონდა. მანვე დასძინა, რომ თავდასხმისას დაიჭრა კიდევ ათი სამხედრო, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG