Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ, ქურთმა მეამბოხეებმა


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სავარაუდოდ, ქურთმა მეამბოხეებმა ნაღმსატყორცნებით იერიში მიიტანეს სამხედრო ბაზაზე. თურქეთის შეიარაღებული ძალების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, გუშინდელ თავდასხმას თურქეთის ჯარმა ცეცხლითვე უპასუხა. სროლა მოხდა ჰაკარის პროვინციაში, ერაყსა და ირანის საზღვრებთან ახლოს. ამ ინციდენტის მიუხედავად, თურქეთსა და ქურთ მეამბოხეთა ორგანიზაციას, "ქურთისტანის მუშათა პარტიას" შორის დაწყებულია სამშვიდობო პროცესი, რომლის მიზანია, დაასრულოს 1984 წელს გაჩაღებული კონფლიქტი. 26 მაისს თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჰაკარში ახალ აეროპორტს გახსნიან.

XS
SM
MD
LG