Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთში აფეთქებას ემსხვერპლა ხუთი ადამიანი


ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ზაბულის დედაქალაქში ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 62 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ზაბულის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა 25 მაისს პროვინციის საბჭოს შენობასთან ქალაქ კალატში. აფეთქების შედეგად დაიჭრა საბჭოს სამი წევრი, მათ შორის - ორი ქალია. დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან. პოლიციის უფროსის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მცირე ზომის სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დაგმო თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც „თალიბანმა“ აიღო. ბოლო თვეებში მეამბოხეები გააქტიურდნენ ზაბულში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG