Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა დაიწყო ანბარის პროვინციიდან ექსტრემისტების უკუგდების ოპერაცია


ერაყის ტელევიზიით გამოცხადდა ანბარის პროვინციიდან ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების უკუგდების ოპერაციის დაწყება. 26 მაისს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში ითქვა, რომ ერაყელ ჯარებს მხარს უჭერენ შიიტური და სუნიტური გასამხედროებული ჯგუფები. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ანბარის პროვინციის დედაქალაქი რამადი მაისის დასაწყისში იგდეს ხელთ, რაც დიდი მარცხია ერაყის არმიისათვის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას აღწევდა ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. გასული კვირის ბოლოს ერაყის სამთავრობო ჯარებმა და მისმა მომხრე დაჯგუფებებმა, შეძლეს რამდენიმე პოზიციის დაკავება რამადის მისადგომებთან.

XS
SM
MD
LG