Accessibility links

ირანში „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს ასამართლებენ


ირანში დაიწყო დახურული სასამართლო პროცესი, რომელზეც თეირანის მიერ დაპატიმრებული „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორის ჯეისონ რეზაიანს ასამართლებენ. სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით სასამართლოში გამოცხადდა იეგინე სალეჰი, განსასჯელის მეუღლე, რომელიც ასევე ჟურნალისტია. სასამართლო პროცესი ტარდება ირანის რევოლუციური სასამართლოს მე-15 პალატაში, სადაც ჩვეულებისამებრ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკური საქმეები განიხილება. „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტი, რომელსაც გამოძიება ჯაშუშობაში დებს ბრალს, ირანის ევინის ციხეში ივლისიდან იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში წონაში 18 კილოგრამი დაიკლო.

XS
SM
MD
LG