Accessibility links

ექსტრემისტებმა სამხრეთ ავღანეთში 26 პოლიციელი და სამხედრო დახოცეს


ათობით ექსტრემისტი მონაწილეობდა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ერთბაშად რამდენიმე პოლიციის საგუშაგოზე მოწყობილ თავდასხმაში, რასაც 26 პოლიციისა თანაშრომლის და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმები, რომელზეც პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია, - 25 მაისს ნავზარდის რაიონიდან დაიწყო და სამხრეთ ყანდაღარის პროვინციაში გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის სამიმ ხეფილვაკის თანახმად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს იმ შენობებს, სადაც თავდამსხმელებმა შეაფარეს თავი.

XS
SM
MD
LG