Accessibility links

logo-print

ობამა აკრიტიკებს რუსეთის "სულ უფრო აგრესიულ" პოზიციას უკრაინასთან მიმართებით


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, აკრიტიკებს რუსეთის „სულ უფრო აგრესიულ“ პოზიციას უკრაინასთან მიმართებით. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, ობამამ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ვითარებას უკრაინაში და "სულ უფრო აგრესიულ პოზიციას", რომელსაც რუსეთი ავლენს. ობამას თქმით, ის და სტოლტენბერგი იზიარებენ შეხედულებას, რომ ნატო არის არამარტო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების, არამედ, გარკვეულწილ, გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედიც. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან. მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შარშან მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

XS
SM
MD
LG