Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის ბრალდებით დააკავეს ფიფას მაღალი თანამდებობის ექვსი პირი


შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. "ბი-ბი-სის" ცნობით, დაკავების ოპერაცია ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ ჩატარდა. დაკავებულთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა „ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ მათ შორის ერთი ფიფას ვიცე-პრეზიდენტია. მათივე ცნობით, დაკავებულებს შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი. დაკავებულებს ბრალად ედებათ 20 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის აღება. ​

XS
SM
MD
LG