Accessibility links

შვეიცარიის პროკურატურამ ორი საქმე აღძრა ფიფაში კორუფციის ბრალდებით


შვეიცარიის გენერალური პროკურატურის კანცელარიამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშების 2018 და 2022 წლების საფინალო ტურნირების მასპინძლობის უფლების გაცემის პროცედურის დროს ძალაუფლების გადამეტებასა და ფულის გათეთრებაში. ამ წლებში ტურნირის გამართვის უფლება მოიპოვეს რუსეთმა და კატარმა. შვეიცარიის პროკურატურის თანახმად, გამომძიებლებმა, მასალები, მონაცემები და დოკუმენტები ამოიღეს ფიფას საკომპიუტერო სისტემიდან. ფიფას წარმომადგენლებმა ეს უარყო. დღევე გავრცელდა ცნობა, რომ შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. მათ კორუფციის ბრალდება წაყენებული აქვთ აშშ-შიც. ყველა დავაკებული, რომელთა შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მოელიან. ფიფას წარმომადგენლის თქმით, ბლატერი მშვიდადაა, მაგრამ რა თქმა უნდა, სიხარულით, მისი კოლეგების დაკავების გამო, არ გადარეულა. ციურიხში დაკავებულებს შორის უმაღლესი თანამდებობა, ფიფას ვიცე-პრეზიდენტისა, უკავია ჯეფრი უებს, აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალურ ამერიკის დჟა კარიბის ზღვის აუზის ფეხბურთის ფედერაციებისპრეზიდენტს. 29 მაისს ფიფას წევრები ციურიხში შეიკრიბებიან, რათა ახალი პრეზიდენტი აირჩიონ.

XS
SM
MD
LG