Accessibility links

logo-print

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმა დასრულდა


ავღანეთში, ქაბულში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლის შედეგად დახოცეს დიპლომატიურ უბანში სასტუმროზე თავდამსხმელი ოთხივე პირი. შეტაკება დილით დასრულდა. თალიბანმა იკისრა,მისივე სიტყვებით, ოკუპანტებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. პოლიციის მხარეს მსხვერპლი არ არის. ასევე არ დაღუპულა არცერთი სამოქალაქო პირი. უცხოეთის წყაროებით, თავდასხმის ობიექტი იყო სასტუმრო რაბანი, რომლის მფლობელები ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რაბანის ოჯახები არიან.

XS
SM
MD
LG