Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი დიპლომატი: ბირთვული შეთანხმება ივნისისთვის ძალიან საეჭვოა


საფრანგეთის ელჩმა აშშ-ში, განაცხადა, რომ მსოფლოს ქვეყნები და ირანი, ივნისის ბოლოსთვის ალბათ ვერ მოახერხებენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, 26 მაისს ჟერარ არომ თქვა, რომ ძალიან საეჭვოა მომავალ ხუთ კვირაში შეთანხმების მიღწევა. უმეტესად დასამთავრებელია ტექნიკური ხასიათის სამუშაო, თქვა მან,მათ შორის კომპრომისი მიღწევა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთსა და აშშ-ს შორის იმაზე, თუ რა პირობებში დაუწესებენ ირანსკვლავსანქციებს, თუ დაარღვევს შეთანხმების პირობებს. გერმანიის ელჩმა აშშ-ში პეტერ ვიტიგმა,თქვა, რომ წლის ბლომდე ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება, საუკეთესო შემთხვევაშიცარაა მოსალოდნელი. ირანი და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, ასევე გერმანიაში ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის ძალით შეიზღუდება ირანის ბირთვული პროგრამამ და თეირანს სამაგიეროდ, გაუუქმებენ დაწესებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG