Accessibility links

logo-print

ჭიაბერაშვილი: ჯაფარიძის განცხადებამ დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა


ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ოთხი ყოფილი თანაპარტიელის დღევანდელ განცხადებას არათუ არ გაუცია პასუხი დასმული კითხვებისთვის, არამედ, პირიქით, კიდევ მეტი კითხვა გააჩინა. „შედეგი იმისა, რა ნაბიჯიც გადადგეს ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილისა და მინისტრების აღტაცებული სახეები“ - განუცხადა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ფეხზე მყარად დგას, ძირითად ოპოზიციურ ძალად რჩება და განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის წინსვლისთვის. დღეს ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე ყოფილმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განმარტა პარტიიდან მისი ოთხი წევრის წასვლის მიზეზები.

XS
SM
MD
LG