Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: უმუშევრობის დონემ 2,2%-ით იკლო


შარშან საქართველოში, 2013 წელთან შედარებით, 2,2%-ით შემცირდა უმუშევრობის დონე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2014 წელს უმუშევრობის დონემ შეადგინა 12,4%, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა შორის ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. ამასთან, 2013 წელთან შედარებით, 2014-ში 5,2%-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო 0,2%-ით − თვითდასაქმებულთა რიცხვი, რის შედეგადაც დაქირავებულთა წილი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქად შემცირებულია 22,1%-ით, ხოლო სოფლად − 5,4%-ით. იმავე საქსტატის მონაცემებით, რეგიონებს შორის უმუშევრობის დონე გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლსა და იმერეთში, შესაბამისად 1,5 და 0,8%-ით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, ეს მაჩვენებელი 6,6%-ითაა შემცირებული.

XS
SM
MD
LG