Accessibility links

logo-print

ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის რეფერენდუმი ბრიტანეთში 2017 წელს შეიძლება ჩატარდეს


ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ეხება რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირში ამ ქვეყნის დარჩენა არ დარჩენას განსაზღვრავს. თუ კანონი დამტკიცდა, ის გზას გაუხსნის რეფერენდუმის ჩატარებას, როგორც დედოფალმა თქვა, 2017 წლის ბოლომდე. ელისაბედ მეორის თქმით, მისი მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირთან ურთიერთობის გარშემო და გაატარებს ევროკავშირის რეფორმებს ყველა წევრი ქვეყნის სასარგებლოდ. პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, რომელიც ამბობს, რომ რეფორმირებულ ევროკავშირში დარჩენას ამჯობინებს, განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხვას, თუ ბლოკი არ შეიცვალა. მისი საარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირთან ურთიერთობის გადასინჯვა, სანამ ბრიტანელები გადაწყვეტდნენ, ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენას.

XS
SM
MD
LG