Accessibility links

logo-print

ნატო: უკრაინის ტერიტორიას მუდმივად თავს ესხმიან


ნატოს მაღალი რანგის მეთაური აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად ხორციელდება თავდასხმა, რაც აფერხებს კიევის მცდელობას, განაახლოს თავის არმია იმგვარად, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეუერთდეს დასავლურ სამხედრო ალიანსს. ეს ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უშიშროების სამსახურის მეთაურმა, ტრასივულოს ტერი ცაპმატოპულოსმა განაცხადა კიევში, 27 მაისს. არ არის იოლი, დაიწყო ფართო რეფორმების გატარება, როცა გაქვს დიდი კონფლიქტი და შენს ტერიტორიულ მთლიანობას მუდმივად ესხმიან თავს, თქვა ცაპმატოპულოსმა. კიევის სამხედრო უწყების თანახმად, ერთი უკრაინელი სამხედრო მოკლეს და რვა დაჭრეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიუხედავად მოქმედი ზავისა. ცნობით, სეპარატისტები რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს დონეცკთან და მარიუპოლთან.

XS
SM
MD
LG