Accessibility links

logo-print

ერაყის ძალებმა პოზიციები დაიკავეს რამადის მისადგომებთან


ერაყის ძალებმა 27 მაისს პოზიციები დაიკავეს უპირატესად სუნიტებით დასახლებული, ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის მისადგომებთან. მათ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული გაერთიანების მებრძოლებთან შეტაკებების შემდეგ დაიკავეს ორი რაიონი. ეს არეალი ისლამურმა სახელმწიფომ 17 მაისს ჩაიგდო ხელში. ერაყის ჯარის მიერ დაკავებული ტერიტორია მდებარეობს ქალაქზე გარშემორტყმული მთავარი გზის გარეთ, სამხრეთში. საკუთრივ ქალაქის კვლავ ასაღებად იერიში ჯერ არ დაწყებულა. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა იერიში მიიტანეს ერაყის არმიაზე და 17 ჯარისკაცი მოკლეს. სირიაში, ქურთთა ძალებმა დაიკავეს ასირიელ ქრისტიანთა 14 სოფელი, რომლებიც ექსტრემისტულ გაერთიანებას თებერვალში ჩაუვარდა ხელში.

XS
SM
MD
LG