Accessibility links

logo-print

მარინ ლე პენმა აშშ საფრანგეთზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა


საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა დაადანაშაულა აშშ, რომ საფრანგეთზე ზეგავლენა მოახდინა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საქმეში. რუსეთისთვის მისტრალის ტიპის ხომალდების მიყიდვის შეჩერება, ასევე მოსკოვში 9 მასის აღლუმზე საფრანგეთის ლიდერების არჩასვლა, ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად მოხდა, თვლის მარინ ლე პენი. ეს ლე პენმა განაცხადა რუსეთის დუმის თავმჯომარე, პუტინის ახლო მოკავშირე, სერგეი ნარიშკინთან, შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებების საქმეში. ლე პენის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საფრანგეთი კვლავ აღიდგენს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიულ თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG