Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა გახსნა კომუნისტური ეპოქის სამხედრო დაზვერვის არქივები


ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ნენჩევმა განაცხადა, რომ კომუნისტური ეპოქის სამხედრო დაზვერვის არქივები გაიხსნა მკვლევრებისა და ჟურნალისტებისთვის. ნენჩევმა 27 მაისს აღნიშნა, რომ საარქივო მასალების 30 ათასამდე ტომი გადასცა „სამოქალაქო კომისიას“, რომელიც ამ პერიოდის დოკუმენტებს შეისწავლის. „ბულგარეთმა ნათელი უნდა მოჰფინოს კომუნიზმის რეპრესიულ სტრუქტურებს“, განაცხადა მინისტრმა, რომლის აზრითაც ბულგარეთი უნდა გათავისუფლდეს კომუნისტურ ეპოქასთან დაკავშირებული „საიდუმლოებებისა“ და „დამოკიდებულებებისგან“. ნენჩევმა აგრეთვე განაცხადა, რომ არ გასაჯაროვდება უცხოეთის იმ მოქალაქეთა ვინაობა, ვინც ბულგარეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა. არქივები მოიცავს პერიოდს 1944-დან 1991 წლამდე.

XS
SM
MD
LG