Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: ხელისუფლება საზოგადოებას შესთავაზებს საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესის არაკონსტიტუციურად ცნობით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას უახლოეს ხანში შესთავაზებს საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს. დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადებული სისტემა შემოღებული იყო წინა ხელისუფალთა მიერ, ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ კი კოალიცია "ქართულ ოცნებას" ჰქონდა და ახლაც აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ეს ხარვეზი გამოსასწორებელია.

XS
SM
MD
LG