Accessibility links

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს შეეხება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების უჩა ნანუაშვილის და მიხეილ შარაშიძის მიერ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელი. დავის საგანს წარმოადგენდა საარჩევნო კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მუნუციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, სახელმწიფოს ძალისხმევა კი მიმართული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბებისკენ.

XS
SM
MD
LG