Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ზრდის სამხედროების და იარაღის რაოდენობას


სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტის თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვართან დამატებით გაგზავნა სამხედროების დიდი რაოდენობა და ასობით მძიმე სამხედრო ტექნიკა. ცნობის თანახმად, შეიარაღება მოიცავს მობილურ ნაღმსატყორცნებს, ტანკებს და არტილერიას. როგორც იუწყებიან, შეიარაღება და სამხედროები 23-26 მაისს მიიყვანეს სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ლუგანსკის რეგიონიდან 50-მდე კილომეტრის მოშორებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამჟამად არ აკეთებს კომენტარს გავრცელებულ ცნობებზე. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა „როიტერსს“ 27 მაისს, ჟურნალისტებთან ჯგუფურ სატელეფონო საუბარში უთხრა, „არაკორექტულია“ იმის კითხვა, წარმოადგენს თუ არა რუსეთში, უკრაინის საზღვართან მიტანილი, უნიშნო იარაღი და სამხედროები შეჭრისთვის სამზადისსო. მოსკოვმა რამდენჯერმე უარყო კიევის, ნატოს და დასავლეთის ქვეყნების ბრალდებები რომ ის სამხედროებს და იარაღს გზავნის უკრაინაში, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრძოლას ემსხვერპლა სულ მცირე 6,100 ადამიანი. ნატოს მაღალჩინოსანმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ, მისი აზრით, სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG