Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი იცავს რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს, უკრაინის კრიზისის ფონზე


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს ერთობლივი ინტერესის საკითხებზე, თუკი ეს არ იწვევს ისეთ „პრინციპულ საკითხებზე უკანდახევას“, რომლებიც ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების „უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის“ არის მნიშვნელოვანი. 27 მაისს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, კონტრ-ტერორიზმის და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვის საკითხებზე კრემლთან თანამშრომლობა ჩვენს მნიშვნელოვან ინტერესს შეადგენსო: "თავისი არსით, [პრეზიდენტი პუტინი] პრაქტიკული ადამიანია. ჩემი აზრით, ის სადამდეც შეძლებს, იქამდე წავა - სანამ არ გადააწყდება წინააღმდეგობას, რომელიც მას საფასურის გადახდას მოსთხოვს. ამის შემდეგ მან შესაძლოა შეცდომა დაუშვას და გააგრძელოს მოქმედება. ... მაგრამ, ვფიქრობ, თუკი მის ნაბიჯებს მისი მთელი კარიერის კონტექსტში გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ის პრაქტიკული კაცია“ - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინი გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობის გამო. ბაიდენის თქმით, „რუსეთის აგრესიამ“ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების სურათი.

XS
SM
MD
LG