Accessibility links

პუტინი აშშ-ს ფიფას საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ს ბრალს სდებს ფიფას საქმეებში ჩარევაში და ზეპ ბლატერის კვლავ პრეზიდენტად არჩევისთვის ხელის შეშლაში. შვეიცარიის პოლიციის მიერ ციურიხში ფიფას შვიდი მაღალჩინოსნის დაკავება, აშშ-სთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, პუტინმა 28 მაისს, სატელევიზიო გამოსვლაში შეაფასა ბლატერის კვლავ პრეზიდენტად არჩევის დაბლოკვის მცდელობად. შვეიცარიის პროკურორებმა ასევე დაიწყეს გამოძიება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების რუსეთისთვის და ყატარისთვის მინიჭების გარშემო. პუტინმა განაცხადა, ვიცი რომ ბლატერზე „ზეწოლა“ განხორციელდა იმის გამო, რომ მან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასო. პუტინმა ასევე პარალელები გაავლო ფიფას წევრების დაპატიმრებასა და აშშ-ის მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი მუშაკის, ედუარდ სნოუდენის სამართლებრივ დევნას, თუ ვიკილიქსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის გარშემო შექმნილ ვითარებას შორის.

XS
SM
MD
LG