Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასაიდუმლოვდება რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიან დროს განცდილი დანაკარგები


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ასაიდუმლოებს მშვიდობიან დროს ჩატარებული სპეცოპერაციებისას განცდილ სამხედრო დანაკარგებს. შესწორება, რომელიც შედის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის შესახებ 1995 წლის საპრეზიდენტო ბრძანებაში, 28 მაისს გამოქვეყნდა ინტერნეტში. ამ შესწორებამდე სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა ინფორმაცია რუსეთის არმიის მიერ მხოლოდ ომის დროს განცდილი დანაკარგების შესახებ. ბრძანების თანახმად, ასევე გასაიდუმლოვდება ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებსაც სწავლობს რუსეთის დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ოპერატიული სამსახურები, მათთან ფარული თანამშრომლობის დამყარების მიზნით. უწინდელი კანონით საიდუმლოდ ითვლებოდა ინფორმაცია მხოლოდ მათ შესახებ, ვინც უკვე ითანამშრომლა რუსეთის დაზვერვასთან. შესწორებების ფონია ბრალდებები, რომ რუსეთის სამხედროები მონაწილეობენ შეტაკებებში უკრაინის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის,აღმოსავლეთ უკრაინაში. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG