Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPCW: განადგურებულია მსოფლიოს ქიმიური იარაღის 90 პროცენტი


ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) აცხადებს, რომ ამ დროისთვის განადგურებულია მსოფლიოს ქიმიური იარაღის მარაგის 90 პროცენტი. ამ მიღწევის შესახებ 28 მაისს გამოაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, აჰმეტ უზუმჯუმ - მისი თქმით, ეს მოწმობს, რომ „მიმდინარეობს მსოფლიოს ქიმიური იარაღისგან გათავისუფლების პროცესი.“ ჰააგაში განთავსებული ორგანიზაციის განცხადებით, ძირითადად აშშ-ისა და რუსეთის არსენალებში შესული, 63,000 ტონამდე დეკლარირებული ქიმიური იარაღი „უსაფრთხოდ“ განადგურდა მას შემდეგ, რაც 1997 წელს ამოქმედდა საერთაშორისო აკრძალვა ქიმიური იარაღის შექმნაზე და შენახვაზე.ეს მოიცავს სირიიდან გატანილ, 1,300 ტონა ქიმიურ იარაღსაც. ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის და აშშ-ის მარაგების განადგურება უნდა დასრულდეს 2020 და 2023 წლებში, შესაბამისად.

XS
SM
MD
LG