Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მრჩეველი: მთავრობამ ბიზნესს უნდა მოუსმინოს


ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ მთავრობამ ბიზნესს უნდა მოუსმინოს. შეხვედრა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარდა. გიორგი აბაშიშვილი ბანკების ხელმძღვანელებთან ბიზნესომბუდსმენის მიერ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიალოგი მხოლოდ საკითხის შესალამაზებლად არ უნდა იყოს გამოყენებული. „"მთავარი სამწუხარო ფაქტი უკვე მოხდა, როცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტს მოუმზადებელი და ქვეყნის ბიზნესგარემოს დამაზიანებელი კანონპროექტი ბიზნესთან მისი განხილვის, სპეციალისტებთან დისკუსიის და საზოგადოების ინფორმირების გარეშე წარუდგინა. დიალოგი კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებამდე მომხდარიყო" - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

XS
SM
MD
LG