Accessibility links

logo-print

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენეს


საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, სტიქიის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ“ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენა. ცამ ცნობის მიხედვით, თელავის რაიონში მოხერხდა დასეტყვილი ფართობების და შესაბამისად მიყენებული ზარალის მასშტაბის მკვეთრი შემცირება, ხოლო გურჯაანის რაიონში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებული არიან კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილებზე ხორციელდება ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურისა და რესურსების მობილიზაცია.

XS
SM
MD
LG