Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრემიერი არ მიიჩნევს "ევროპულ არჩევანს" რუსეთის წინააღმდეგ მიმართულად


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის, კირილ გაბურიჩის თქმით, მისი ქვეყნის „ევროპული არჩევანი“ არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს მან დღეს უთხრა თავის რუს კოლეგას, დმიტრი მედვედევს, ყაზახეთის ქალაქ ბურაბეიში, სადაც მიმდინარეობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეხვედრა. ამასთანავე, გაბურიჩმა მადლობა გადაუხადა რუსეთს მოლდავეთის ხილ-ბოსტნეულის იმპორტზე აკრძალვის გაუქმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის. რუსეთმა მოლდავეთის პროდუქციაზე ემბარგო დააწესა 2014 წლის ივლისში, როცა კიშინიოვმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG