Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ თიბილოვი: რუსეთთან შეერთების იდეა თითოეულ ოსს ეკუთვნის


სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხი ერთმნიშვნელოვნად ელოდება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას - განუცხადა სააგენტო „იტარ ტასს“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. ამასთან, მან დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რათა დღეს შექმნილ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რუსეთის ინტერესები არ დააზარალოს. თიბილოვის თქმით, ცხინვალს არ სურს რისკი შეუქმნას მის სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირე რუსეთს. „მაგრამ ჩვენ ველოდებით ისტორიულ მომენტს და ვიცით ხალხის განწყობა“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ლეონიდ თიბილოვის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების იდეა თითოეულ ოსს ეკუთვნის. რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულება“ წელს, მარტში გააფორმა.

XS
SM
MD
LG