Accessibility links

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქსტატის“ მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის განმავლობაში ყევლაზე დაბალ მაჩვენებელს მიღწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი, საიდანაც 90% კერძო სექტორზე მოდის. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დადებითი ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაში, ზრდის მაღალი ტემპია შენარჩულებული სოფლის მეურნეობაში და გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორის მაჩვენებელი, რაც ტურისტების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. პრემიერ-მინისტრის ცნობითვე, აპრილში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდა, თუმცა, მონაცემები ჯერ დაზუსტებული არ არის. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, დადებით ტენდენციებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს და კერძო სექტორს.

XS
SM
MD
LG