Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაათავისუფლეს გერმანელი მძევალი


ავღანეთში გაათავისუფლეს გასულ თვეში მოტაცებული გერმანიის მოქალაქე. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, მამაკაცი იმყოფება ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოში. ამავე ცნობაში ვკითხულობთ, რომ მამაკაცი, რომელიც აპრილში ყუნდუზის პროვინციაში შეიპყრეს, თავს კარგად გრძნობს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, ეს ამბავი არ გაესაჯაროებინა, რათა გაეადვილებინა მძევლის გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

XS
SM
MD
LG