Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლი დაამყარა სირტეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე


ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლი დაამყარა სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ლიბიის ქალაქ სირტეში. მან ასევე აიღო სამოქალაქო აეროპორტი მას შემდეგ, რაც 28 მაისს ტრიპოლის მთავრობასთან დაკავშირებულმა სამხედრო დაჯგუფებამ პოზიციები დატოვა. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშაა, ასევე, ქალაქი დარნაჰი. ლიბია ქაოსშია გახვეული მას შემდეგ, რაც 2011 წელს ჩამოაგდეს ამ ქვეყნის მმართველი, დიქტატორი მუამარ კადაფი.

XS
SM
MD
LG