Accessibility links

logo-print

ფიფას პრეზიდენტი კვლავ ზეპ ბლატერია


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა ზეპ ბლატერი, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე. კენჭისყრამდე, ბლატერმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში ფიფას „შტორმიდან“ გამოიყვანდა. „გპირდებით ძლიერ ფიფას, მსურს ისევ ავიდეთ მწვერვალზეო“, უთხრა ბლატერმა ფიფას კონგრესს, რომელიც ციურიხში გაიმართა. 79 წლის ბლატერის მეტოქე იყო იორდანიის 39 წლის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, რომელმაც პირველი ტურის შემდეგ მოხსნა თავისი კანდიდატურა. მსოფლიო ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გამოდიოდნენ ბლატერის გადადგომის და კენჭისყრის გადადების მოწოდებებით, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობის და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რომლებიც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას შესაბამისად რუსეთისა და კატარისთვის.

XS
SM
MD
LG