Accessibility links

logo-print

აშშ-მა ტერორიზმის სიიდან ამოიღო კუბა


აშშ-მა ტერორისტების სახელმწიფო სპონსორების სიიდან ამოიღო კუბა, რაც წარმოადგენს ნაწილს კავშირების ნორმალიზაციის პროცესისა ცივი ომის დროინდელ მეტოქეებს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 29 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ს „კუბის პოლიტიკის და ქმედებების ფართო სპექტრთან მიმართებით რჩება შეშფოთება და უთანხმოება“. მაგრამ, განცხადების თანახმად, ეს უთანხმოება არ ესადაგება იმ კრიტერიუმს, რომელიც შეუძლებელს ხდის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის სტატუსის მოხსნას. ეს ნაბიჯი აუქმებს მნიშვნელოვან წინაღობას ორი ქვეყნის ურთიერთობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩოების გახსნის და ელჩების დაბრუნებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ ურთიერთობების აღდგენის პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყეს, პატიმრების გაცვლის აქტით. ძალაში რჩება აშშ-ის მიერ კუბისთვის დაწესებული სავაჭრო ემბარგო, რომლის გაუქმება მხოლოდ კონგრესის უფლებამოსილებაა.

XS
SM
MD
LG