Accessibility links

logo-print

აშშ-ის და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაიწყეს ბირთვული მოლაპარაკება


ჟენევაში დაიწყო მოლაპარაკება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავაზ ზარიფს შორის. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ პოზიციებში განსხვავებები ჯერ კიდევ არის. შეხვედრის მიზანია გზა გაუკაფოს ბირთულ სფეროში ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ასევე გერმანიას შორის საბოლოო შეთანხმებას, რომლის მიღება ივნისისთვისაა დაგეგმილი. შედეგად უნდა დასრულდეს ხანგძლივი უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დასავლეთი ვარაუდობდა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. თუ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, ირანს შეეზღუდება ბირთვული პროგრამა, ხოლო სამაგიეროდ, თეირანისთვის დაწესებული სხვადასხვა სახის სანქციები გაუქმდება.

XS
SM
MD
LG